Friday, March 21, 2014

ჯგუფური მუშაობა - ვაშენებთ ჩიტის ბუდეს!

             ბუნების გაკვეთილზე შევისწალეთ თემა ,,ბუდეები". ბავშვებმა გაიხსენეს და აღწერეს ნანახი ბუდე.  ისაუბრეს და დაადგინეს, თუ რისთვის იკეთებენ ბუდეებს ფრინველები, რა მასალას ხმარობენ ბუდის ასაშენებლად. გადავწყვიტეთ, რომ მეორე გაკვეთილისთვის მოგვეტანა შესაბამისი მასალა და თავად აგვეშენებინა ჩიტის ბუდე.
            დადგა ის დღეც, როდესაც პრაქტიკული სამუშაო უნდა შგვესრულებინა. ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ, კონკრეტული სამუშაოც გადაინაწილეს და მუშაობას შეუდგნენ. ვუყურებდი მათ საქმიანობას და მსიამოვნებდა. საკმაოდ სერიოზულად მიუდგნენ საქმეს :)  მსჯელობდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, იდეებს სთავაზობდნენ...დაისვარნენ კიდეც :) რაც მთავარია, ძალიან მონდომებულები მუშაობდნენ! 
             ბუნების გაკვეთილმა ხალისიანად და საქმიანად ჩაიარა! 
           
       

No comments:

Post a Comment